ირაკლი ზარქუა - მივმართავ ზელენსკის - იქნებ თავის ჩინოვნიკ მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა

მივმართავ ზელენსკის, იქნებ, თავის ჩინოვნიკს, მიხეილ სააკაშვილს ლაგამი ამოსდოს, რადგან უფრო არაადეკვატური გახდა, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა დაუმორჩილებლობის აქციების გამართვის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ზარქუას თქმით, „ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დახია, გაიქცა და შემდეგ უკრაინაში სახურავებზე დარბოდა, მერამდენე წელია, თავის მხარდამჭერებს დაუმორჩილობისკენ მოუწოდებს“.

„ეს ნორმალური არ არის. მიხეილ სააკაშვილის უაზრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მის პოლიტიკურ ხემძღვანელობასთან მაქვს თხოვნა, რომ იქნებ, ლაგამი ამოსდონ, რადგან სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან უხერხულია. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კანონი უზენაესია განურჩევლად სტატუსის, მრწამსის თუ რელიგიური მიმდინარეობის. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვევს, სანქციებს თუ ჯარიმებს დაექვემდებარება. სახელმწიფოს პროვოკაცია არ უნდა მოვუწყოთ და ინსტიტუციები არ უნდა ჩამოვშალოთ. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. ვინც ამაზე მიდის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგას და არის ჩვეულებრივი პროვოკატორი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო