ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ხვდება, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ხვდება, სადაც კომიტეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, მისი ორგანიზაცია კომიტეტს გააცნობს საკუთარ შეხედულებებს, რაც უკავშირდება სასამართლო რეფორმებს.

"გვაქვს ჩვენი შეხედულებები, რა იქნება მთავარი პრობლემები და რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, ასევე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას და სასამართლო რეფორმას. სიანტერესოა ოპოზიციისგან დაცლილ პარლამენტში, უმრავლესობას მომავლის რა ხედვა ექნება",- განაცხადა მენაბდემ.

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევას, მენაბდე ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბუნებრივი ბარიერის მომხრეა.

“113 დეპუტატის გარეშე კონსტიტუციური ცვლილება ვერ განხორციელდება და ეს წინადადება წინადადებად დარჩება",- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო