ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს და შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის ინტერესში საარჩევნო ბარიერის დაწევა არ შედიოდეს

პარლამენტის დეპუტატის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს და შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის ინტერესში საარჩევნო ბარიერის დაწევა არ შედიოდეს. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნულპროცენტიანი ბარიერი ქვეყნისთვის კარგია, რათა პარლამენტი რეალურად მრავალპარტიული იყოს.

"ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რომ მმართველი პარტია იქნება, თუ ოპოზიციური, ყველა თავისი ჯიბის და ვიწროპარტიული ინტერესიდან უყურებს ამ ქვეყანას. ეს პოლიტიკური კრიზისიც არის ამის დასტური. დრო რომ გავა, ემოციები ჩაცხრება და ნორმალური ანალიტიკოსები და არა ჩვენი მოქმედი, ვითომ ანალიტიკოსები რომ გაანალიზებენ, მიხვდებიან, რომ პარტიების უმეტესობა არა სახელმწიფოებრივად ხედავს ამ ვითარებას, არამედ პარტიული ინტერესიდან, რომელიც ხშირად აცდენილია სახელმწიფოს ინტერესს. ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საპარლამენტო სისტემა იყოს პროპორციული და იყოს დაბალი ბარიერით, რომ მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი, რომ პარლამენტში იყოს არა ორი პარტია წარმოდგენილი და ამ ორი პარტიის გამო იგლიჯებოდეს შუაზე ქვეყანა, არამედ მრავალი პოლიტიკური აზრი იყოს წარმოდგენილი და იყოს დისკუსია განსხვავებულ აზრებს შორის",- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს