აზერბაიჯანის ომბუდსმენი ნინო ლომჯარიას ფონიჭალაში, არასრულწლოვნების შესაძლო “ნიშნობის” ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმართავს

აზერბაიჯანის ომბუდსმენი, საბინა ალიევა საქართველოს ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას საქართველოში, ფონიჭალაში, არასრულწლოვნების შესაძლო “ნიშნობის” ფაქტზე ინტერნეტ საიტებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმართვაში საბინა ალიევა ნინო ლომჯარიას სთხოვს, რომ შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა გამოიძიონ მომხდარი და ამ ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა ზომა მიიღონ.

შეგახსენებთ, შსს-მ სოციალურ ქსელში 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო