მიხეილ ყაველაშვილი - გადადიან რადიკალიზმზე და ყველა ზღვარს გადააცილეს, მაგრამ სად “ნაცი” და სად გმირი, სასაცილოა

გადადიან რადიკალიზმზე და ყველა ზღვარს გადააცილეს, მაგრამ სად “ნაცი” და სად გმირი, სასაცილოა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ყაველაშვილმა საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე მმართველი გუნდის ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე პარტიები დიდი პარტიების გავლენის ქვეშ არიან და ეს არჩევნებმაც აჩვენა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებიან ახლად შექმნილი პარტიები არსებულ ვითარებას და რატომ ამბობენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე უარს.

“არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს - რატომ აკეთებს “ქართული ოცნება” ამას, ბარიერის დაწევას რატომ უწყობს ხელს, რომ პატარა პარტიები განვითარდნენ. ამაში პოზიტივს ვხედავ, მიუღებელი არაფერია. მივცეთ ამ ჯგუფს მუშაობის შესაძლებლობა. დიდი პარტიების გავლენის ქვეშ რომ არიან, ეს ამ არჩევნებმა დაგვანახა. მიკვირს იმ პარტიების, რომლებიც ახალი შექმნილები არიან და არ ემიჯნებიან ამ სიტუაციას, დიდი შესაძლებლობა ჰქონდათ იმისა, რომ ცალკე გამოსულიყვნენ და მოხვედრილიყვნენ პარლამენტში. მაგრამ ეს შესაძლებლობა დაკარგეს. ყველა ჩვენი კეთილიმოსურნე, ევროპარლამენტარები, სახელმწიფოს ლიდერები, მოუწოდებს მათ. ნუთუ ყველა გავგიჟდით, რატომ ვართ ყველა ერთ აზრზე? გარდა ამ “ნაციონალური მოძრაობისა” და იმასთან მიტმასნილი საცოდავი პარტიების.”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას “რატომ არ დაესწრო გიორგი გახარია უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომებს”. ყაველაშვილის განცხადებით, ყველა საკუთარ მოვალეობას ასრულებს და მმართველ გუნდში ყველაფერი კარგად არის.

გიორგი გახარია ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც სპეკულაციები არ ჩერდებოდა, შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს ხომ ვიცით, საიდან მოდის, რომ არეულობა შექმნან გუნდში. ყველაფერი კარგად არის. ვართ ერთიანი გუნდი. ყველა თავის მოვალეობას ასრულებს”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს