კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, არსებობენ ისეთი პარტიები, პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ სურვილი პარლამენტში შემოსვლის, თუმცა არ უნდა დაემორჩილონ, არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას

დარწმუნებული ვარ, არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ სურვილი პარლამენტში შემოსვლის, თუმცა მათ უნდა გადალახონ და არ უნდა დაემორჩილონ, არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიებთან, 0-დან 3%-მდე ბარიერზე მსჯელობა შესაძლებელია იმისთვის, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა, თავისივე ბარიერით.

"ჩვენ გაგვიხარდება ყველა პოლიტიკოსის, ყველა პოლიტიკური პარტიის შემოსვლა, რომელთაც ჰქონდათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ვისაც აქვთ სურვილი პარლამენტში შემოსვლის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ უნდა გადალახონ და არ უნდა დაემორჩილონ, არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე “ქართული ოცნების" გუნდის წევრებს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ჭორი უწოდა.

"ეს არის სრული სისულელე და ჭორები, იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გააჩინონ ეჭვები, თითქოს "ქართულ ოცნებაში" არის დაპირისპირება, კონკრეტულ ადამიანებს შორის. ეს არის აბსურდი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პოლიტსაბჭოს შეიძლება ვიღაც დაესწროს და ვიღაც არ დაესწროს, არის ისეთი საკითხები, რომელზეც არის სრული კონსენსუსი და შესაძლებელია ვიღაც ვერ მოვიდეს გარკვეული შეხვედრების, გადაუდებელი ღონისძიებების გამო, ამიტომ აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს