მიხეილ ყაველაშვილი - ახლად გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ნიკა მელიას ახლად გამოჩეკილ ლიდერს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მელია კანონს არ შეასრულებს, მკაცრად დაისჯება. ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მელიას განცხადებას, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

“ეს ახლანდელი გამოჩეკილი ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი, ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება! ყველას მოვუწოდებ, ეს იქნება პროკურატურა, სასამართლო თუ პარლამენტი, ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობა იგივეა, რომ “ფაშისტურ პარტიასთან პარტნიორობდე და ებრაელი ერის გენოციდზე საუბრობდე”. “შეუძლებელია ამათთან ერთად პოლიტიკურ მომავალზე საუბარი. ეს ადამიანები არ იცვლებიან”,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს