დაცვის პოლიცია ავტოპარკის განახლებას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკის განახლებას აგრძელებს.

უწყების ცნობით, მომსახურების ხარისხისა და საიმედოობის ამაღლების მიზნით, დაცვის პოლიციის არსებულ ავტოპარკს 31 ახალი სპეციალიზირებული ავტომობილი დაემატა.

„ინკასაციის სამმართველოს გადაეცა 10 ერთეული მაღალი გამავლობის „Mitsubishi L-200” მოდელის პიკაპის ტიპის, მაღალი დონის შეჯავშვნის ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის; 8 ერთეული „ფორდის“ მოდელის დაჯავშნული მიკროავტობუსი როგორც საქალაქთაშორისო, ასევე ქალაქში ინკასირებისათვის და 2 ერთეული მაღალი ტვირთამწეობის „ივეკოს“ ფირმის სპეციალური ავტომობილი მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის.

დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურს დაემატა 6 ერთეული “რენო დოკერის“ მოდელის სპეციალიზირებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.

მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა 5 ერთეული „შკოდა სკალას“ მოდელის ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს