მამუკა საღარეიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლში

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ერთგვარი სტიმულია ჩემი სამომავლო საქმიანობის შესრულებისთვის და რა თქმა უნდა, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლის რეგიონში, - ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ვინაიდან სამსახურეობრივად რამდენიმე წელი იმყოფებოდა შიდა ქართლში, მისთვის კარგად არის ცნობილი რეგიონში არსებული პრობლემები.

„დავინიშნე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, რაც ერთგვარი სტიმულია ჩემი სამომავლო საქმიანობის შესრულებისთვის და რა თქმა უნდა, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლის რეგიონში.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ შიდა ქართლში სამსახურეობრივად რამდენიმე წელი მომიწია ყოფნა, მუშაობა, კარგად ვიცნობ რეგიონსა და შესაბამისად იქ არსებულ პრობლემებს,“- განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა