მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო თუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების საკითხი უშუალოდ ერთი ადამიანის ხელშია - ეს ადამიანი ბატონი მელია გახლავთ

ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო თუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების საკითხი უშუალოდ ერთი ადამიანის ხელშია - ეს ადამიანი ბატონი მელია გახლავთ, - ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ გირაოს არ გადახდის შემთხვევაში, დადგება თუ არა დღის წესრიგში მის მიმართ პატიმრობის გამოყენების საკითხი.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სიტყვა ეკუთვნის პროკურატურას და თავად დეპუტატს, ვისი ბედიც უნდა იქნას გადაწყვეტილი.

"მელიას არგუმენტი არა აქვს, თუ რატომ არ უნდა გადაიხადოს გირაო. არ არსებობს ახსნა და სწორად მოტივირებული მსჯელობა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია მომავალში", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს