დავით ასათიანი - ადვოკატების ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოები არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებენ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლების აღსრულებისას

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში „ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა 2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის შესახებ ისაუბრა.

დავით ასათიანმა განაცხადა, რომ ადვოკატების ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოები არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებენ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლების აღსრულებისას.

ასათიანი განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ ახალმა კანონმა შეღავათი დააწესა ქურდობის მუხლით ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე, რომლებიც (ქურდობის მუხლით) 177-ე მუხლით არიან გასამართლებულები - კანონი მათთვის სასჯელის განახევრებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მანამდე ნასამართლევი არ არის და აღნიშნული დანაშაული განმეორებით არ ჩაიდინა.

„აღნიშნულ საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადვოკატების მიერ, კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, გასაჩივრებულია უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის საბოლოო განმარტებას უდიდესი მნიშნელობა ექნება სამართლიანი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე, რათა სწორად და ეფექტიანად მოხდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულება და ამასთან, არ შეილახოს ბრალდებულების/მსჯავდებულების საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაცია კანონპროექტის ინიცირების დღიდან საკომიტეტო განხილვებში აქტიურად იყო ჩართული და კანონის აღსრულების პროცესის ეფექტიანობას მუდმივ რეჟიმში აკვირდება - შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, ასოციაცია საკითხის სამუშაო ფორმატში განხილვის მზაობას გამოთქვამს, რაც სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო