მიხეილ სარჯველაძე - სამარცხვინო მიდგომაა, რომ შეზღუდვების დაწესება უფლებებს ზღუდავს

სამარცხვინოა მიდგომა, რომ შეზღუდვების დაწესება უფლებებს ზღუდავს და ამის საწინააღმდეგოდ გაკეთებული მოწოდებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. სარჯველაძის თქმით, დაწესებული შეზღუდვები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არის ახსნილი.

"ყოველდღიურად აუცილებელია კონკრეტული შეზღუდვის თანაბარზომიერებისა და პროპორციულობის შეფასება, მაგრამ ზოგადი საუბარი, რომ დაწესებული შეზღუდვები რაიმე ფორმით დაუშვებელია, არის უპასუხისმგებლობა და არის არაეთიკური. ჯერ ერთი, კოვიდის საწინააღმდეგო მოქმედებები და ღონისძიებები მთელი მსოფლიოს პრაქტიკაა. ერთადერთი ტესტი უფლებების შეზღუდვისა არის მართლზომიერების დადგენა, თუ რამდენად პროპორციული და თანაზომიერია სხვა ღირებულების დასაცავად. ასეთია ცივილიზებული სამყაროს ხედვა", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა