ივანე მაჭავარიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სამაგალითო მეგობრობასთან ერთად, აკავშირებს საერთო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და გამარტივდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები.

როგორც აღინიშნა, ორ პარტნიორ უწყებას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის არეალი, გაიზარდოს საბაჟო პროცედურების მართვის ეფექტურობა და სხვა.

საუბარი, ასევე, შეეხო პანდემიის პირობებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის საკითხებს, რამაც უზრუნველყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით შეძლებს COVID-19-ის პანდემიის გავლენის შემცირებას და ეკონომიკის აღდგენას.

შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა