გიგა ბოკერია - ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებს შეუძლია კრიზისის განმუხტვა და ამ ქვეყანაში იდეის გადარჩენა, რომ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის ან შენარჩუნების გზა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მცირე გამონაკლისების გარდა, საერთო ოპოზიციური სპექტრის პოზიციაა, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვა და იდეის გადარჩენა, რომ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების გზა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ იდეის გადასარჩენად საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილება.

„ევროპული საქართველოს“ და სხვა მთელი სპექტრის ( მცირე გამონაკლისებით)პოზიცია იგივეა, რაც ჩვენ მივიღეთ-მხოლოდ ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის განმუხტვა და ამ ქვეყანაში იდეის გადარჩენა, რომ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების გზა და არა რაიმე სხვა, არშეგუება იმასთან, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს, როდის დათმობს ძალაუფლებას. ამისთვის საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილებით, ამის ნაწილი შეიძლება გახდეს სისტემის ცვლილებაც“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა