დავით ჭიჭინაძე - მაშინ, როდესაც  „ქართული ოცნება“  ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს,-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს.

“მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრობს, ამ პარლამენტში შესვლა, ავტომატურად ისევ მელიას დაჭერაზე ხმის მიცემას ნიშნავს. ასე რომ, დროზე შევიდეს, ვინც აპირებს და ეს ცირკი ერთხელ და საბოლოოდ მორჩეს, მითუმეტეს, რომ უმძიმესი გაზაფხული და კიდე უარესი ზაფხული გველის. რა პირობებზე და ბარიერებზეა საუბარი? „ოცნება“ აყალბებს არჩევნებს და ბარიერს რა მნიშვნელობა აქვს?! მითუმეტეს, რომ დღეს, „ოცნებას“ ის მოცემულობა ნამდვილად აღარ აქვს, რაც ივანიშვილის პირობებში ჰქონდა, შესაბამისად, უკვე არც მათი გადმოსახედიდან განისაზღვრება, რომელია დიდი პარტია და რომელი პატარა. მოკლედ, ახლა რამის დათმობა ნიშნავს, რომ სწორედ „ოცნებას“ “უპრავებ” ყველანაირ გაყალბებას. ერთადერთი მოთხოვნა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს”,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას მიმართა, რომ მას გირაოს გადახდა მაინც მოუწევს. ზარქუას თქმით, საქართველოში კანონი არის უზენაესი, ადამიანების სტატუსისა და მრწამსის მიუხედავად.

ნიკა მელიას ვურჩევ, რომ შანტაჟს ნუ დაექვემდებარება და პროვოკაციებს ნუ დაიწყებს. მან კანონი დაარღვია და ისევე, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა გადაიხადეს გირაო, მანაც უნდა გადაიხადოს. თუ არ გადაიხდის, ამით განაჩენს თავის თავს გამოუტანს. ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რასაც მას არც ამომრჩეველი და არც სამართლებრივი სისტემა არ აპატიებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს