რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და თბილისის ბაპტისტურმა ეკლესიამ საქველმოქმედო აქცია გამართეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ და საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა, კახაბერ ჩხაიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადასაადგილებელი სამედიცინო ინვენტარი (ყავარჯნები, ხელჯოხები, გადასაადგილებელი ჩარჩოები) და ინტერრელიგიური კალენდრები გადასცეს.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აქციის ორგანიზატორებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ 70 ათასამდე ვეტერანს აერთიანებს. საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა