სერგი კაპანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიას არც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ დოკუმენტებს გადასცემენ და დაბარების შემთხვევაში, არც კომისიის სხდომებზე მივლენ

არ ვარ დარწმუნებული, რომ მივალთ, გამომდინარე იქიდან, რომ ფარსი იქნება ეს კომისია , - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვას, მივლენ თუ არა ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, იმ შემთხვევაში თუ დაიბარებენ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

სერგი კაპანაძის განმარტებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი პრინციპი ის არის, რომ მას ქმნის საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ოპოზიცია და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ არის, ამ კომისიის შექმნა ფარსი იქნება.

ამასთანავე, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ის პარტია „მოქალაქეებსა“ და „ევროპელ სოციალისტებს“, რომლებმაც უნდა დააკომპლექტონ არჩევნებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია, ოპოზიციად არ მიიჩნევს და მისი განმარტებით, დგება მოცემულობა, როდესაც თავისი საქმეების გამოსაძიებლად მთავრობა თავად ქმნის კომისიას, რომელსაც აზრი არ ექნება.

„საგამოძიებო კომისიის არსი ჩვენი კონსტიტუციით, რეგლამენტით, კანონის მიხედვით არის, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია. ოპოზიცია არ არის შიგნით და ოპოზიცია მას ვერ შექმნის, ანუ საგამოძიებო კომისიას ქმნის მარტო ოპოზიცია, ეს არის იდეა საგამოძიებო კომისიის. არ ვთვლი მე „მოქალაქეებსა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ ოპოზიციად და ამიტომ, არსი რაც არის საგამოძიებო კომისიის, რომ ის უნდა იყოს ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებული, ეგ არის მორღვეული, შესაბამისად, მთავრობის მიერ თავის საქმიანობაზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას არანაირი აზრი არ ექნება“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ ორ მთავარ საკითხს უნდა უპასუხოს, რომელთაგან ერთი უკავშირდება მაჟორიტარულ არჩევნებში 12 გატანილ ბიულეტენს, რომელიც ურნაში ვერ მოხვდა და პროპორციულ ნაწილში 8 400 გატანილი ბიულეტენს, რომელიც ასევე ვერ მოხვდა ურნებში.

კაპანაძის განმარტებით, ამ კითხვებზე პასუხი, იქნება საგამოძიებო კომისიის მუშაობის ინდიკატორი.

„ჩვენ აქამდეც ბევრი ინფორმაცია გვაქვს მიწოდებული და მე მგონია საზოგადოება ამაში დარწმუნებულია, რომ ეს არის გაყალბებული არჩევნები, მაგრამ თუ დამტკიცება კიდევ საჭიროა, ამის მიწოდების სხვა გზები არსებობს, საჯარო, მათ შორის, მაგრამ ახლავე შემიძლია დავსვა მანდ რა არის მთავარი კითხვა. ორი მთავარი საკითხია: პირველი მთავარი საკითხი არის ის 12 000 გატანილი ბიულეტენი, რომელიც მაჟორიტარულ არჩევნებში აკლდა ურნებს და ის 8400 ბიულეტენი, რომელიც პროპორციულ ნაწილში აკლდა ურნებს. ამ ორ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი, ეს არის ორი მთავარი მტკიცებულება გაყალბებული არჩევნების და ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის. ამ ორ რამეს უნდა გასცეს პასუხი საგამოძიებო კომისიამ და ჩემთვის ეს იქნება ტესტი, ამას რამდენად გასცემს პასუხს. ვიცი, რომ ვერ გასცემს პასუხს. ერთი, რომ შესაძლებლობა არ ექნება და მეორე, პოლიტიკური ნება არ ექნება, რომ ამას გასცეს პასუხი“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა