ევროკავშირის ანგარიში - საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის

საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობა , - ამის შესახებ ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიური ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ასახავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პოლარიზაციის მოგვარება ქართულ პოლიტიკაში და მედიაში კვლავ პრიორიტეტად რჩება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება აჩვენებს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებლობას, მათ შორის, ეუთო/ODIHR–ის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებას, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით და დროული 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებით. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობა. ზოგადად, პოლარიზაციის მოგვარება ქართულ პოლიტიკაში და მედიაში კვლავ პრიორიტეტად რჩება“ , - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც ასახავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა