ამირან გამყრელიძე - საქართველოს დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება და იყო დასტური, რომ გარკვეული დოზები დაგვითმონ

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა საქართველოს თავის მიერ შესყიდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაუთმოს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო ვაქცინების შესყიდვას „კოვაქსის“ გვერდის ავლითაც ცდილობს და მოლაპარაკებები დაგვიანებით არ დაწყებულა.

„სერუმ ინსტიტუტის“ საბჭოს ხელმძღვანელს ძალიან კარგად ვიცნობ, დამსახურებული კაცია და მის შვილთან ჰქონდა ჩვენს ელჩს შეხვედრა. შეპირებულები არიან, რომ საქართველოსთვის არის დოზები, მაგრამ ამას სჭირდება დასტური „ასტრა ზენეკას“ მაღალი დონის ხელმძღვანელობის. მოგეხსენებათ, „ასტრა ზენეკა“ შვედურ-ბრიტანული კომპანიაა. თვითონ ინდოეთი ამას არ წყვეტს. გეტყვით და დასამალი არაფერი არაა, რომ 500 ათასი დოზა საქართველოსთვის არის დარეზერვებული „კოვაქსის“ ზემოთ, მაგრამ ამას სჭირდება დასტური „ასტრა ზენეკას“ ხელმძღვანელობის იმიტომ, რომ მათ გარეშე ეს განაწილება ვერ ხორციელდება. ძალიან ბევრთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „კოვაქსის“ გვერდის ავლით, არა მარტო „სერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“. „კოვაქსი“ ვალდებულებას შეასრულებს და თავის პლატფორმაზე განათავსებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან, რათა საქართველოს ვაქცინები დაუთმონ.

„აგვისტო-სექტემბერში დავიწყეთ ეს მოლაპარაკებები. ძირითადად ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან - ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები ვინც არის, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. წერილობითი დასაბუთებაც გვაქვს ამის. მათ შეკვეთილი აქვთ გაცილებით მეტი დოზები, ვიდრე ამ ქვეყნებს სჭირდებათ. იგივე ნორვეგიასაც, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი დიდი დონორი ქვეყანაა, მას აქვს ბევრად მეტი დოზა შესყიდული, ვიდრე მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს საქართველოს მოლაპარაკება და იქიდანაც იყო წინადადებები და დასტური, რომ მათ გარკვეული დოზები უნდა დაგვითმონ. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად ამ ქვეყნებისთვისაც დაგვიანდა ვაქცინების მიღება „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრა ზენეკასი“, ვერ მიიღეს იმ მოცულობებით, ეს პროცესი ცოტა შეფერხებულია. დარწმუნებული ვარ, მათი კეთილი ჟესტი, რომ საქართველოს გარკვეული დოზები დაუთმონ, ეს მოხდება ალბათ, გვიან გაზაფხულზე, როცა გაჯერდება ბაზარი, აპრილ-მაისში. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს „კოვაქსთან“, ეს დათმობებიც არის და პლიუს პირდაპირი მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელთან. ბოლო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებებია „სერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“, ასევე კორეის ერთ-ერთ ძლიერ მწარმოებელთან.

„მოდერნასთანაც“ იყო პირდაპირი კონტაქტი, მაგრამ წლის მეორე ნახევრამდე თავი შეიკავა პირდაპირ მოწოდებაზე იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ქვეყნის მიმართ პირდაპირი ვალდებულებები. „მოდერნა“ და „ფაიზერი“ თავდაპირველად აჯერებენ კანადის და ჩრდილო ამერიკის ბაზარს ასევე, ნაწილობრივ ევროკავშირმაც იყიდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა, რომელიც დაანონსებულია, შესრულებადი გეგმაა.

„თუ ყველა ერთსულოვნები ვიქნებით, შესრულებადია. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. ასევე, თუ მოვახერხებთ, რომ შევისყიდოთ 3 მილიონ 900 ათასი დოზა. აქედან მილიონ 400 ათასი „კოვაქსით“ მეტნაკლებად გარანტირებულია, რადგან ამაზე კონტრაქტი არსებობს.

ჩვენ ისრაელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ მან ჯერ თავისი მოსახლეობის ვაქცინაცია უნდა დაასრულოს. ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან იყო მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. რაც შეეხება მალტას, ის პატარა ქვეყანაა და არ აქვს მას საკმარისი დოზები, რომ ერთი მილიონი ჩვენ დაგვითმოს. არ დაგიმალავთ ლიტვასთან, პოლონეთთან და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მუშაობა. გუშინწინ მქონდა მოლაპარაკება გერმანიის ბუნდესტაგის მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანებთან, რომლებიც მედიცინაში არიან, ჩემი კერძო არხებით, რომ ვიმუშავოთ ამ საკითხზე. ასევე, პრემიერ-მინისტრიც პირდაპირ არის მოლაპარაკებებში ჩართული და 30 ათასი დოზა, რასაც მივიღებთ, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის და ჯანმო-ს ხელმძღვანელის მოლაპარაკებების შედეგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა