ზურაბ ჯაფარიძე - მდინარაძეს ახალი არაფერი უთქვამს, ჩანს, რომ 3%-იან ბარიერზე არიან თანახმა და მეტზე არა, ეს იაგო ხვიჩიასა და მათ განცხადებებზე გადმოგდებული ამბავი იყო

მე არ შევდივარ პარლამენტში, ჩემთვის ეგ ამბავი დამთავრებულია, - ამის შესახებ “მეტი თავისუფლება-გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“გადაცემა"360 გრადუსში" განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის თავს პარლამენტარად არ გრძნობს და მანდატის მოხსნა სურს.

„მე არ შევდივარ პარლამენტში, ჩემთვის ეგ ამბავი დამთავრებულია. ჩემს გარშემო ადამიანებს აინტერესებთ ის, რომ შიმშილით სული სძვრებათ, რადგან მთავრობამ ჩაკეტა და სახლიდან არ უშვებს. ამიტომ, მე ვსაუბრობ იმ თემაზე, რაც ჩემს გარშემო ხალხს აწუხებს. ჩემი აზრით, ახლა ქვეყნის გახსნა არის მთავარი თემა. ჩემთვის ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. არ ვრძნობ, რომ პარლამენტარი ვარ და მოხსნა მინდა. ამის გამო რაღაც შეზღუდვები მაქვს, მათ შორის დაჯარიმებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემას მიპირებენ, რომ ვინმეს დეკლარაციას არ ვაბარებ. ამ შემთხვევაში, ომი მაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც მექცევა, როგორც მონას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან გაიხსენა, რომ პალამენტში არშესვლის თაობაზე განცხადებაც აქვს დაწერილი.

„პარლამენტში როგორ უნდა შევიდე. თვენახევრის წინ განცხადება დავწერე, არ შევდივარ- მეთქი. განცხადება რომ დავწერე, ხომ სერიოზული ვიყავი, ხომ არ ვთამაშობდი, ხომ არ ვღლაბუცობდი, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?!“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს გუშინ ახალი არაფერი უთქვამს, როდესაც განაცხადა, რომ „უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ისტორიულ და უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმაში“.

„გუშინ მდინარაძეს ახალი არაფერი უთქვამს. 0-დან 3%-მდე ბარიერზე საუბარი მოლაპარაკების მაგიდაზეც იყო. რეალურად, ჩანს, რომ 3%-ზე არიან თანახმა და მეტზე არა. აქ საუბარი არ იყო იმაზე, რას ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე. ოპოზიციურ საერთო წინადადებაშიც არის ჩადებული სრულად პროპორციული არჩევნები, ბარიერის გარეშე და იქ სრულად პროპორციულზე არ მოდიოდნენ, არამედ 4/1-ზე პროპორციაზე. რეალურად, ეს პასუხი იყო იაგო ხვიჩიას და მათ განცხადებებზე. ადრე ისინი ხომ ამბობდნენ, პოლიტპატიმრები უნდა გამოვიდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევიდეთ ჩვენო. ახლა ამბობენ, თუ ამას დადებთ, მაშინ ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას და შემოვალთო. ჯერ ვეცდებით, რომ სხვები შემოვიყვანოთ, მაგრამ თუ არ შემოვლენ, ჩვენ მაინც შემოვალთო. მათთვის გადმოგდებული ამბავი იყო. უთხრეს, რასაც თქვენ ითხოვთ, უკვე მაგიდაზე გვიდევსო“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ახლა ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციური ერთიანობა დაშალოს და პარლამენტში კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი შეიყვანოს.

„ გასაგებია ახლა ხელისუფლება, რასაც თამაშობს. თავიდან ისეთი პუნქტი დათმო, რომელიც მათთვის დასათმობად ნაკლებად ტრაგიკული იყო. გაცვალა იმაში, რომ „მოქალაქეები“ პარლამენტში შევიდნენ. ახლა ცდილობს რაღაც ისეთი გადმოაგდოს (თან ბოლომდე არ აგდებს), რაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ კიდევ 4 კაცი შევიდეს პარლამენტში. ცდილობს, რომ ერთიანობა დაშალოს და ინდივიდუალურად ითამაშოს ვიღაცებთან. მიზეზი რა არის? მართლა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა კი არა, არამედ ის, რომ პარლამენტი მრავალპარტიული გახდეს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ყოფილი თანაგუნდელები პარლამენტში იხილოს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მის ყოფილ თანაგუნდელებს „რიტორიკა შეცვლილი აქვთ“.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა