იტალიური მედია - სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა 55 ქართველი დააკავეს

იტალიური მედია ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციების შესახებ იუწყება, რომლის დროსაც 55 ქართველი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, კრიმინალური ორგანიზაციის ეპიცენტრი რეჯო-ემილია იყო.

მედიის ცნობით, „კანონიერი ქურდების“ დაჯგუფებას ადგილობრივმა პროკურატურამ სამწლიანი გამოძიების შედეგად მიაკვლია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველა ქურდობა „ქართული მეთოდებით“, სპეციალური ხელსაწყოებით ერთი ხელწერით ხორციელდებოდა, რომ არ დაეტოვებინათ სხვადასხვა შენობებსა და სეიფებში შეღწევის კვალი.

აქვე აღნიშნულია, რომ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი მეორე დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით უკრაინაში იგზავნებოდა. სამართალდამცველების მუშაობის შედეგად, იტალიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაკავებულია სულ 62 ადამიანი, რომელთაგან 55 ქართველია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა