გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა.

გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულიდან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2458 სიცოცხლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ კი 10 431.

რაც შეეხება რეგისტრირებულ ნარკოტიკულ დანაშაულს, მათი ოდენობა 3 452-ს შეადგენს.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, 520 სამოხელეო დანაშაული დაფიქსირდა. ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმართული კი 52.

გასულ წელს, საკუთრების წინააღმდეგ 22 607 დანაშაულია რეგისტრირებული, 3917 კი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

ამასთან, გასულ წელს, ტრეფიკინგის მუხლით სულ 11 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 1 გაიხსნა.

იხილეთ ვიდეო:გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით 56 596 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს