Extra.ge - ადგილი, სადაც ლეპტოპებს საუკეთესო ფასად შეიძენთ

ის დრო, როცა კომპიუტერებს პენტიუმ 1,2,3,4-ის მიხედვით ვაფასებდით წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ცხოვრებამ და საჭიროებებმა შეცვალა კომპიუტერის დანიშნულებაც და მახასიათებლებიც, ლეპტოპებზე კი მოთხოვნა განსაკუთრებულად გაზარდა. თუ სწავლობ, მუშაობ, ცხოვრების აქტიური წესით ხარ დაკავებული და გიწევს სხვადასხვა ლოკაციაზე სიარული სამსახურეობრივი ან საგანმანათლებლო მიზნით, ლეპტოპი შენთვის ჰაერივით საჭირო ნივთია. მისი ონლაინ შეძენა კი ასე მოსახერხებელი და მარტივი ჯერ არასდროს ყოფილა.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინო ლეპტოპი ონლაინ?

გაუგებარია, რატომ უნდა დაკარგო შენთვის ძვირფასი დრო და გადაიღალო, როცა არსებობს ყველაზე მოხერხებული, კომფორტული ონლაინ მაღაზია Extra.ge ლეპტოპების დიდი ასორტიმენტით და საუკეთესო მომსახურებით. ვერსად ნახავ მრავალფუნქციურ ლეპტოპებს ისეთ ფასად, რომ თავადაც გაოცებული დარჩე. ექსტრას პროდუქტების ხარისხი ყოველთვის აჭარბებს ფასს და მოლოდინს, რადგან აქ მხოლოდ ორიგინალი მწარმოებლის პროდუქციაა წარმოდგენილი. თუ აღმოჩნდება, რომ ამ ეტაპზე საკმარისი თანხა არ გაქვს, განვადებით შეგიძლია, ისარგებლო, მარტივად შეავსო განაცხადი და სახლიდან გაუსვლელად მიიღო, რაც გაგიხარდება. ექსტრას კურიერები უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უვნებლად ჩაგაბარებენ ნივთს თქვენთვის სასურველ მისამართზე. გარანტია ის აუცილებელია პირობაა, რომელიც ექსტრაზე ნაყიდ პროდუქტს მოჰყვება. თუ საგარანტიო ვადაში რაიმე პრობლემა იჩენს თავს, ესეც არაა სადარდებელი, რადგან ექსტრა ყოველთვის მზადაა, გაგიწიოთ დახმარება უმოკლეს ვადებში.

რა ბრენდების ლეპტოპებია წარმოდგენილი ექსტრაზე?

მოგეხსენებათ, თითოეულ ბრენდს თავისი გამორჩეული მახასიათებელი აქვს, სწორედ ეს მახასიათებლები და ბრენდის იმიჯი განასხვავებს ლეპტოპებს ფასისა და ფუნქციების მიხედვით. ფრიად პატივსაცემი Apple-იდან დაწყებული, Lenovo, Acer, Hp-ის და სხვა ბრენდების მულტიფუნქციური ნოუთბუქების ყიდვაა შესაძლებელი საიტზე. Extra.ge-ზე ხომ ლეპტოპების ყველაზე ფართო არჩევანია.

რა უნდა გავითვალისწინოთ ლეპტოპის ყიდვისას?

სანამ ლეპტოპს შეიძენთ, რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში დანიშნულება, რა სამსახური უნდა გაგიწიოთ ამ ნივთმა, გჭირდებათ კონკრეტულ პროგრამებში სამუშაოდ, სათამაშოდ, სამოგზაუროდ, ოფისისთვის თუ სხვა. ამის მიხედვით უნდა განსაზღვროთ მისი ზომა და წონა. პატარა და მსუბუქი შეიძლება კარგი იყოს მაშინ, როცა ხშირად გიწევთ შეხვედრებზე, სხვადასცა ლოკაციებზე სიარული, მაგრამ თუ ლეპტოპი ოფისში სამუშაოდაც გჭირდებათ უმჯობესია, შედარებით დიდი ეკრანითა და გაფართოებით შეიძინოთ.

ასევე მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ:

სისწრაფე - აკმაყოფილებს თუ არა პროცესორი თქვენი სამუშაოს შესრულების მოთხოვნებს,

მეხსიერება - საკამრისია თუ არა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა თქვენთვის,

ეკრანი - დაგჭირდება სენსორული ეკრანი თუ არა,

კლავიატურა - რამდენად მოსახერხებელია ღილაკები. ზოგჯერ enter ან space-ის მცირე ზომა პრობლემას ქმნის, ამიტომ უმჯობესია, თუ ყიდვამდე სხვადასხვა, ვითომ უმნიშვნელო, დეტალებსაც კი მიაქცევთ ყურადღებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლეპტოპს თუ Extra.ge -ზე იყიდი, წლების განმავლობაში ის შენი განუყრელი „მეგობარი“ იქნება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა