დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფსკერის გზას გასცდა". ამის შესახებ მათიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის მიერ საქართველოში უკრაინის ელჩათან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა დიპლომატების, სტრატეგიული პარტნიორებისა და ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომლის მოქალაქეც თავად არის, იმას აჩვენებს, რომ ალბათ, დეგრადაციის გზაზე კიდევ რაღაც ფსკერია და ეს ადამიანი იმ ფსკერს გასცდა. ამ ყველაფერზე უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ, ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს და ამას დაველოდებით", - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მას „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

სააკაშვილის თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო