კახა კალაძე - დავიწყეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია - დაახლოებით 34 მლნ ლარი დაიხარჯება და 2023 წელს უნდა დასრულდეს სრული რეაბილიტაცია

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის გამო, შოთა რუსთაველისგამზირის მხარეს დროებითი სამშენებლო ღობე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ღობის განთავსება უზრუნველყოფს სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელებას.

“ჩვენ დავიწყეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, ამ სამუშაოებს განვითარების ფონდი ახორციელებს.

სასახლე, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარკვეული დრო, რამდენიმე წელი დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას.

იცით, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თითოეულ დეტალს, ორნამენტს და იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.

ძალიან სენსიტიური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. დაახლოებით 34 მლნ ლარი დაიხარჯება და 2023 წელს უნდა დასრულდეს სრული რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სარესტავრაციო სამუშაოები, როგორც ფასადზე, ასევე ინტერიერში, ასევე, ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები.

ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში, მოგვიწევს დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება რუსთაველის გამზირის მხარეს. იცით, რომ რუსთაველის მხარეს 2 საფეხმავლო ბილიკია, ზედა ნაწილში განთავსდება ღობე, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყო დაცული უსაფრთხოების წესები. სამუშაოები დაწყებულია, ღობის განთავსება განპირობებულია იმისთვის, რომ ფასადზე უნდა დაიწყოს სამუშაოების განხორციელება უსაფრთხოების მიზნით“,-აცხადებს კალაძე.

იხილეთ ვიდეო:მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია - 34 მლნ ლარი დაიხარჯება და 2023 წელს უნდა დასრულდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო