შსს-სთან მოძრაობა “სოლიდარობას” წევრებმა აქცია გამართეს და საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოწერილი ჯარიმები გააპროტესტეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა “სოლიდარობას” წევრებმა აქცია გამართეს. ისინი საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებდნენ.

მოძრაობა ,,სოლიდარობას” ხელმძღვანელის, ლაშა შუკაკიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციებს არ ითვალისწინებს, შესაბამისად სამართალდამცავები მოქალაქეების დაჯარიმებისას კანონს არღვევენ.

“ჩვენი დღევანდელი აქცია შეეხება პოლიციის მიერ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოწერილ ჯარიმებს. პოლიციას არაერთხელ მივმართეთ განცხადებით, რომ კანონი არ ითვალისწინებს საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით საჯარიმო საქციებს. მოვუწოდებ თითოეულ პატრულს ნუ არღვევენ კანონს, მათ არ შეუძლიათ საჯარო სივრცეში დააჯარიმონ მოქალაქეები, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეულ მათგანს მოეკითხება. გვაქვს გაგზავნილი არაერთი საჩივარი, 10 დღის ვადაში პასუხი უნდა გაეცათ, თუმცა იციან, რომ დამნაშავეები არიან და უტიფრად აგრძელებენ დაჯარიმებას”, - აღნიშნა ლაშა შუკაკიძემ.

იხილეთ ვიდეო:შსს-სთან საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოწერილი ჯარიმები გააპროტესტეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო