დავით მათიკაშვილის შეფასებით, “ევროპული საქართველოს" პოზიცია საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ნიშანია, რომ ამ პარტიას “ყველა პროცესში ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ევროპული საქართველოს" განცხადება, რომლის თანახმად, საარჩევნო საკითხზე არსებულ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ, “კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ “ევროპულ საქართველოს” ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი გააჩნია".

“რეალურად, მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ. საზოგადოებამ ნახა, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე პოზიტიური კვალი დატოვონ, კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაცია ხდება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ანასხლეტი პარტიის. მათი ნეგატიური კვალი კარგად ჩანს. იმის გამო, რომ ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, სურს, ყველაფერი ჩაშალოს, რაზეც კი ხელი მიუწვდება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიას არც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ დოკუმენტებს გადასცემენ და დაბარების შემთხვევაში, არც კომისიის სხდომებზე მივლენ.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ მივალთ, გამომდინარე იქიდან, რომ ფარსი იქნება ეს კომისია , - ასე უპასუხა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კითხვას, მივლენ თუ არა ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე, იმ შემთხვევაში თუ დაიბარებენ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს