ლევან იოსელიანი - თუ პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ

თუ პარლამენტში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის საქმის მტკიცებულებებს იცნობს და ვერ მტკიცდება იმ ადამიანთა ბრალეულობა, რომლებსაც ამ საქმეს ედავებიან.

„ამ საქმეს 20 ივნისის საქმეების კონტექსტში ვუყურებ. თქვენ იცით, რომ ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვიყავი, ამ საქმეების შინაარსა და მტკიცებულებებს ვიცნობ. პრაქტიკულად, ყველა საქმე ერთი და იმავეა. ბესიკ თამლიანის საქმისგან მელიას საქმე არაფრით განსხვავდება მტკიცებულებების თვალსაზრისით. ეს საქმეები ვერ ამტკიცებს ამ ადამიანების ბრალეულობას იმაში, რაშიც ედავებიან. “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოუკიდებულების მიუხედავად ვთვლი, რომ ნიკა მელიას მიმართ ეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის ზეწოლაა. თუ პარლამენტში მისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხი შემოვა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ, რადგან ეს არ იქნება სწორი. ნიკა მელიას ხილვას გარეთ ვისურვებდი, ვიდრე ციხეში. მირჩევნია, ის იყოს გარეთ და იმის კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს. მას პიროვნულად ვიცნობ და ძალიან არ მემეტება ციხისთვის. ვისურვებდი, მან ეს გირაო გადაიხადოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო