ლევან იოსელიანი - ვისაც რაიმე მტკიცებულება აქვს არჩევნების გაყალბებაზე, კომისიაზე წარმოადგინოს, მათთან ერთად ვიბრძოლებ, რომ ეს გაყალბება დავამტკიცო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ვისაც რაიმე მტკიცებულება აქვს 2020 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე წარმოადგინოს.

"ერთი მოთხოვნა მაქვს, ვისაც რაიმე მტკიცებულება აქვს, კომისიაზე წარმოადგინოს. მათთან ერთად ამ მტკიცებულებებით ხელში ვიბრძოლებ, რომ ეს გაყალბება დავამტკიცო, მაგრამ თუ ასეთი რამის წარმოდგენაზე უარს ამბობენ, მათ მაგივრად ამას ვერ და არ გავაკეთებ", - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება, პარტია “ევროპული საქართველოს” პოზიციას, რომ უარს ამბობენ მტკიცებულებების წარმოდგენაზე, იოსელიანი პასუხობს, რომ "ევროპულ საქართველოზე" საუბარი საერთოდ არ სურს.

"ევროპულ საქართველოზე” უკვე ბევრი ვისაუბრეთ. ამ პროცესში მათი როლის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით. აქედან გამომდინარე, ამ კინკლაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ", -განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა