დავით ბაქრაძე - „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს - პერსონალური და საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას კვირის ბოლომდე ეცოდინება

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, შიდაპარტიული პროცესები არ ცვლის საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ.

„პოლიტიკურ პარტიას, ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება. დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არამხოლოდ „ევროპული საქართველოსგან“, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ის ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვასა და განახლებას. აქედან გამომდინარე, „ევროპულ საქართველოშიც“ მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები. ეს მსჯელობა, ჯერჯერობით, მიმდინარეობს. ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეეებში, კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რაც დღეს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდეს ოპოზიციის საერთო პოზიციონირებასა და ამოცანებზე, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები. ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდეს და ვერ შეცვლის. ბოიკოტი დარჩება ძალაში. „ევროპული საქართველო“ დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:დავით ბაქრაძე - "ევროპულ საქართველოში" სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა