ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე - თუ ვინმე ეცდება კონსტიტუციის დარღვევას, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება

თუკი ვინმე ეცდება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციასა და კანონში წერია, რა პასუხი შეიძლება გაეცეს მას სამართლებრივად - მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ოხანაშვილის თქმით, კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ ვერ დადგება.

"საქართველოს კონსტიტუციით ყველა მოქალაქე არის თანასწორი და არავის, არის ის პოლიტიკაში, კერძო თუ საჯარო სექტორში, არანაირი ინდულგენცია არ შეიძლება ჰქონდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამიტომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ ვერ დადგება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

იხილეთ ვიდეო:ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე - კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს