ირაკლი ქადაგიშვილი - ის განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს გაყალბებული არჩევნების გარშემო, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მათი ყველა მტკიცება და განცხადება ყალბია

ის განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს გაყალბებული არჩევნების გარშემო, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მათი ყველა მტკიცება და განცხადება ყალბია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარასკევს იმსჯელებენ და კვოტების განსაზღვრაც მოხდება.

“ის განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს გაყალბებული არჩევნების გარშემო, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მათი ყველა მტკიცება და განცხადება ყალბია, რომელიც დამყარებულია მხოლოდ სიყალბესა და სიცრუეზე, რადგან არც ერთ მომენტში, ეს ადამიანები არჩევნების შემოწმებაზე არ წამოვიდნენ. “ქართული ოცნებისგან” შეთავაზება იყო, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე ხელი დაედოთ, სადაც მათი აზრით, ყველაზე მეტი ალბათობა იყო დარღვევების და გახსნილიყო ეს უბანი. ახლა კომისიის შექმნას ვთავაზობთ, რომელსაც ყველა უფლებამოსილება აქვს, რომ ნებისმიერი საკითხი, ნებისმიერი თანამდებობის პირი გამოკითხოს და ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოს. ამაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ ამ კომისიის მუშაობა ყველას ნათლად დაანახებს, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა