„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო პროცესს ართულებს მილის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც განათხარის მოსაწყობად სამუშაოების უმეტესი ნაწილი ხელით შესრულდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩა N12-თან, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. სამუშაო პროცესს ართულებს მილის აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც განათხარის მოსაწყობად სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულდა ხელით. ასევე უსაფრთხოების დაცვის მიზნით დამატებით ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. ამ ეტაპზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალსადენის აღსადგენად სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით 11 თებერვლის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ნაძალადევის რაიონში: ილურიძის მე-2 შესახვევს, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, დაიდიანის და ჩარგლის ქუჩების ნაწილს, ლიახვის, იმერეთის, შ.ცინცაძის, ჭიჭინაძის, ურიდიას, გვაზაურის, ერისთავის, ღრმაღელეს, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ხიმშიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა