ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინის საგარეო უწყებამ საკუთარ მოქალაქეს საკადრისი პასუხი გასცა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეს საკადრისი პასუხი გასცა, თუ როგორ უნდა მოიქცეს სხვა სახელმწიფოსთან მიმართებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. სამხარაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე უკრაინის საგარეო უწყების დღევანდელი პასუხი მკაფიო და ნათელია.

"ასევე განცხადებაში ძალიან მენიშნა ფრაზა, რომ ჩვენ არ უნდა მოვცდეთ სააკაშვილის განცხადებების განსახილველად და ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსული საფრთხე და აგრესია საქართველომ და უკრაინამ მოვიგერიოთ. შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ პასუხს არანაირი დამატება აღარ სჭირდება, რადგან ძალიან მკაფიო და ნათელია. უკრაინელ კოლეგებს ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ მათ პოზიცია დაეფიქსირებინათ, პროცესი იქამდე არ მოსულიყო, რომ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი მათ ელჩსაც დაესხა თავს და კორუმპირებული და მექრთამე უწოდა. სამწუხაროა, რომ ეს საქმე აქამდე მოვიდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლოზ სამხარაძემ.

უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს