კახაბერ კუჭავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები, მიღებული შედეგები და ის სამომავლო გეგმები იყო, რომელშიც კვლავ აქტიურად იქნება ჩართული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

„შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად გასატარებელ ღონისძიებებსა და იმ მხარდაჭერას, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში წლების განმავლობაში ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისა და აქტიური თანამშრომლობისათვის.

„მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უდიდესი მხარდაჭერა აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე რეგიონულმა დირექტორმა იმ ამბიციურ გეგმებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში გეგმავენ. საუბარია როგორც ვაქცინაციის პროცესებზე, ასევე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში ეკონომიკის სტიმულირების და აღდგენის პროგრამებზე“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

თავმჯდომარის მოადგილემ „მსოფლიო ბანკის“ რეგიონულ დირექტორს საპარლამენტო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. კახაბერ კუჭავამ სებასტიან მოლინეუსს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს და აერთიანებს როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო