შსს-ში "ლელო საქართველოსთვის” წევრები ლუკა თევზაძე და ოთო ფარულავა საჯარიმო ოქმების გასაცნობად მივიდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ლელო საქართველოსთვის” წევრები ლუკა თევზაძე და ოთო ფარულავა საჯარიმო ოქმების გასაცნობად მივიდნენ. ისინი 6 თებერვალს გამართულ „დაუმორჩილებლობის მარშში“ მონაწილეობის დროს, “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო დააჯარიმეს.

სოლიდარობის ნიშნად ადგილზე შეიკრიბნენ ,,ლელოს” წევრები - ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, საბა ბუაძე და კახა კოჟორიძე. ადგილზე იმყოფებიან ,,ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც.

“ლელოს” ერთ-ერთი წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პოლიტიკური მანიფესტაცია მთავრობისსავე დადგენილებით არ იზღუდება, შესაბამისად, ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და გაასაჩივრებენ.

“ჩვენ დაგვაჯარიმეს კონსტიტუციური უფლების შესრულებისთვის, როდესაც გამოვხატავდით ჩვენს პოლიტიკურ მანიფესტაციას. პოლიტიკური მანიფესტაცია მთავრობისსავე დადგენილებით არ იზღუდება, შესაბამისად, ეს დადგენილება არაკონსტიტუციურია. გავასაჩივრებთ იურიდიულად და არ ვაპირებთ გადახდას. “კომენდანტის საათი” არის უაზრო, უფლებების შემზღუდავი და ავტორარიტარული რეჟიმის პასუხი ადამიანების პროტესტზე”, - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ეს დამოკიდებულება ცალსახად აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, და ემსგავსება ,,ტყვეებით ვაჭრობით კამპანიას რომელიც სხვა საქმეებში არის გაჩაღებული”.

ცნობისთვის, 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაორგანიზებულ ე.წ დაუმორჩილებლობის მსვლელობაზე იდენტიფიცირებული 51 პიროვნებიდან 8 პირი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42 მე-10 პრიმა მუხლით. 24 პირზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით. 19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სსკ-ის 248 პრიმა მუხლით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო