საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი

თბილისში, კერესელიძის ქუჩის 2 ნომერში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია არის კერძო საკუთრება და ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

“მეგალაინის" მიმდებარე ტერიტორიაზე, კერესელიძის ქუჩის 2 ნომერში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე ფართს. კვადრატულობა დგინდება, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 7 სახანძრო ცისტერნა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძარი ამ დროისათვის არის ლიკვიდირებული. დაშავებულია მსუბუქად ერთი მოქალაქე, რომელმაც ხელზე მიიღო მცირედი დამწვრობა. "მეგალაინის" დირექტორის თქმით, აღნიშნული ტერიტორია არ ეკუთვნის "მეგალაინს" არის კერძო შპს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობი", - განაცხადა კერესელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო