მიხეილ ჩხენკელი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ფასდაუდებელია თამაზ გამყრელიძის სამოცდაათწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ბატონი თამაზი იყო მსოფლიო მასშტაბის ქართველი ენათმეცნიერი და მკვლევარი, რომელმაც სახელი გაუთქვა ქართულ ენათმეცნიერებას. ის გახლდათ ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი, ასევე არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად. თამაზ გამყრელიძე წლების მანძილზე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.

ფასდაუდებელია მისი სამოცდაათწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი, მის ხელში არაერთი თაობა აღიზარდა. თამაზ გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

თამაზ გამყრელიძე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეროვნული და უცხოური ჯილდოს მფლობელი იყო, მათ შორის: ალმა-მატერის წინაშე გაწეული თავდაუზოგავი ღვაწლისთვის, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო და ივანე ჯავახიშვილის მედლები. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს თამაზ გამყრელიძის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, 92 წლის ასაკში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო