11 თებერვალს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის მოუსმენენ.
სტეფანი ბეგლი საქართველოსთან ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 11:30 საათისთვის დაინიშნა.