ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმართულებით.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა თანამშრომლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მნიშვნელოვანი პროგრესით ხასიათდება არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ასევე ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართო მიზნების თვალსაზრისით. დარწმუნებულნი ვართ, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება კონსენსუსის მიღწევისკენ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის მოსაგვარებლად და საქართველოში დემოკრატიის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, რასაც ასევე, არსებითი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საგრძნობ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხითაც“, - აღნიშნულია წერილში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს