“ლელო საქართველოსთვის” წევრები ლუკა თევზაძე და ოთო ფარულავა 2000-2000 ლარით დააჯარიმეს

“ლელო საქართველოსთვის” წევრები ლუკა თევზაძე და ოთო ფარულავა 6 თებერვალს გამართულ „დაუმორჩილებლობის მარშში“ მონაწილეობის დროს, “კომენდანტის საათის” დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.

ლუკა თევზაძე და ოთო ფარულავა საჯარიმო ოქმების გასაცნობად შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ. სოლიდარობის ნიშნად ადგილზე იმყოფებოდნენ “ლელოს” წევრები - ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, საბა ბუაძე და კახა კოჟორიძე, ასევე, “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სხვა სამოქალაქო აქტივისტებიც.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, უწყების მიერ საქმის წარმოება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ხდება და საქმეში ფარატინა სამართალდარღვევათა ოქმის გარდა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

“სამწუხაროა, რომ ყველა ასეთი ტიპის საქმეზე მეორდება სისტემური, სამართლებრივი ხარვეზები, რაც სამინისტროში არსებობს. საქმის წარმოება არ ხდება კანონის მოთხოვნათა დაცვით და ელემენტარულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის და ფარატინა სამართალდარღვევათა ოქმი გადმოგვცეს, რომელშიც ეს დეტალები აღწერილი არ არის. ცხადია ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მაგრამ გული გვწყდება, რომ უწყება ახორციელებს იმ პროცედურებს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის უმძიმესი სანქციაა“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ცნობისთვის, 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაორგანიზებულ ე.წ დაუმორჩილებლობის მსვლელობაზე იდენტიფიცირებული 51 პიროვნებიდან 8 პირი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42 მე-10 პრიმა მუხლით. 24 პირზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით. 19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სსკ-ის 248 პრიმა მუხლით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო