პაატა მანჯგალაძე - თუ არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებაზე შეთანხმება მოხდება, „სტრატეგია აღმაშენებელი" კენჭისყრაში მონაწილეობაზე ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ აპირებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციაში შეთანხმება მოხდება, რომ არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირების შემთხვევაში კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, მისი პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ აპირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მანჯგალაძემ განუცხადა, არსებით საკითხად მაინც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რჩება, თუმცა „ბარიერის საკითხის გადახედვა საინტერესოა“.

„ამ საკითხზე პარტიაში არ გვიმსჯელია. ჩვენთვის არსებითი საკითხი იყო და რჩება რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმება, თუმცა ის, რომ შესაძლებელია ბარიერის საკითხის გადახედვა მოხდეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. თუ საერთო ოპოზიციურ ფორმატში მოხდება შეთანხმება, რა პრობლემაა. საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ. საერთოდ ჩემი პირადი აზრია, რომ ბარიერის მომხრე ვარ. ევროპაში საშუალოდ ბარიერი 3%-ია. არაა პრინციპული საკითხი, თუ უნდათ ძალიან, ჩვენ განხეთქილების ვაშლად ვერ ვიქცევით. ცალსახად უბარიეროს ჯობია, რაღაც ბარიერი იყოს, რომ რაღაც ექსტრემისტული ჯგუფები პარლამენტში არ შემოვიდნენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო