ლევან დავითაშვილი გიორგი შაქარაშვილის სახელობის წყაროს გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლე­ვან დავითაშვილი, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად გიორგი შაქარაშვილის წყაროს გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღეიდან ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელობის წყარო იფუნქციონირებს. მას დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც თბილისის საკრებულოში აღნიშნავენ, წყარო გიორგი შაქარაშვილის მეგობრების ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ლე­ვან დავითაშვილის მხარდაჭერით აშენდა.

"დღეს გიორგის დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, მისი ხსოვნის პატივსაცემად უბანში, სადაც გიორგი შაქარაშვილი დაიბადა და გაიზარდა, მისი სახელობის წყარო აგვეგო.

გიორგი შაქარაშვილის, ისევე, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდის გარდაცვალება არა მხოლოდ უბნის ან დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ აღარასროს განმეორდეს" - განაცხადა დავითაშვილმა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, წყაროს გახსნას ლე­ვან დავითაშვილთან ერთად ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი ხვიჩა ჩალაბაშვილი, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები და თანატოლები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა