მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ლევან ქარუმიძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და დასახულ გეგმებზე. უწყების ცნობით, ამ პროცესში ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორების მათ შორის, საფრანგეთის, როგორც პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას.

„დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების დღის წესრიგს და ამ კუთხით საფრანგეთის მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის" ფარგლებში ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობაზე მათ შორის, ბიზნეს წრეებსა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიზნით.

მხარეებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების პროცესს. დიეგო კოლასმა აღნიშნა საქართველოს მიერ პანდემიით გამოწვეული კრიზისის სამაგალითო მართვა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვანი მონაწილეობა.

მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე აღნიშნა საფრანგეთის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა და ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა