საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე საზედამხედველო ფუნქციებსაც ითვალისწინებს.

„კოვიდ -19 -ის პანდემიის და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა და ხელმძღვანელობა. საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, რომელთა მთავარი მიზანიც უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა რაც სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, 2021 წელს კომიტეტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთავრობასთან ერთად სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის, ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ასევე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო