ვახტანგ კალოიანი - განხილვად ღირს ყველაფერი, მაგრამ „რესპუბლიკელების“ განცხადება ცოტა ბუნდოვანია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა საინტერესოა, თუმცა ბუნდოვანი, მაგრამ „ამის განხილვა ღირს“.

როგორც კალოიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს არ თანხმდება, 2024 წელს კი არჩევნები ისედაც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, „რესპუბლიკელების“ წინადადება ბუნდოვანია.

„განხილვად ღირს ყველაფერი. საუბარი შეიძლება ყველასთან და ყველაფერზე. ამას ვითხოვთ არჩევნების დასრულების დღიდან და არ ვთვლით, რომ „ქართულ ოცნებასთან“, „გირჩთან“, „მოქალაქეებთან“ ან ნებისმიერ სხვა პარტიასთან საუბარი არ შეიძლება. მთავარია, ამაში ვიპოვოთ რაციონალი და თავი არ მოვიტყუოთ. „რესპუბლიკელების“ განცხადება ცოტა ბუნდოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როცა რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმებული არ ვართ და „ქართული ოცნება“ ცდილობს, რიგგარეშე არჩევნები არ ჩავატარო, ღია კარს რატომ ვანგრევთ? 2024 წელს არჩევნები მაინც პროპორციული სისტემით ტარდება, გვინდა თუ არ გვინდა“,- განაცხადა კალოიანმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო