ბაჩუკი ქარდავა „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე - რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს და საარჩევნო კანონმდებლობასთან იყოს დაკავშირებული, პარლამენტში შესვლა არა მორალის, არამედ პოლიტიკური პრინციპულობის საკითხია

რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს ეს საკითხი, თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული იყოს, მიმაჩნია, რომ პარლამენტში შესვლა არა მორალის, არამედ პოლიტიკური პრინციპულობის საკითხია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის წევრი ბაჩუკი ქარდავა „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქარდავამ განუცხადა, თუ იარსებებს ფორმატი, სადაც საარჩევნო კანონმდებლობას განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არა პარლამენტის ფარგლებში.

„ჩემი პოზიცია ამ პარლამენტთან მიმართ ბევრად უფრო მკაცრია. მიმაჩნია, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი გარკვეულია და ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს, ქართველი ხალხის საკანონმდებლო ორგანო იყოს. სწორედ ამიტომ მოხდა ჩვენი მხრიდან ბოიკოტი. ნებისმიერი საკითხის მიუხედევად, რაც არ უნდა ლამაზად ჟღერდეს ეს საკითხი, თუნდაც იყოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული, მიმაჩნია, რომ პარლამენტში შესვლა არა მორალის, არამედ პოლიტიკური პრინციპულობის საკითხია. არაერთი კომისია ყოფილა საარჩევნო კანონმდებლობის და თუ იარსებებს ასეთი, ბუნებრივია, ასეთ ფორმატებში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი წინადადებები გვაქვს და მზად ვართ, გავაჟღეროთ, მაგრამ არა პარლამენტის ფორმატში“,- განაცხადა ქარდავამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა