საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების საკითხი განიხილეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე.

"10 თებერვალს, საქართველოს ინიციატივის საფუძველზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიმართა განხილვა დღის წესრიგის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიხედვით.

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო