კახა ოქრიაშვილი - პატივს ვცემ ხათუნა სამნიძისა და ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიციას, მაგრამ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, ვიდრე არ იქნება ახალ არჩევნებზე შეთანხმება

"ნაციონალური მოძრაობის" ბლოკის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 51 დეპუტატი, ვისაც პარლამენტში არშესვლაზე ხელი აქვს მოწერილი, საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ვიდრე არ იქნება ცნობილი ვადამდელი არჩევნების თარიღი და ელჩებთან შესაბამისი „დაზღვევა“.

მან „ინტერპრესნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ეს უფრო დიდი პრობლემა იქნება.

„ქალბატონი ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებას არ ვაპირებ. პატივს ვცემ მის და ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიციას. აქვს ხალხს თავისი მოსაზრება, ზოგ პარტიას ასეთი პოზიცია აწყობს, ზოგ პარტიას სხვა. 51 დეპუტატს, ვისაც ხელი გვაქვს მოწერილი პარლამენტში არშესვლაზე, არავინ შევა, ეს ვიცი. პოზიცია შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ მთავარი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, სანამ არ იქნება ახალ არჩევნებზე შეთანხმება და დაზღვევა ელჩების მხრიდან, რადგან ჩვენ მათ ვერ ვენდობით, „ქართული ოცნების" ნდობა შეუძლებელია. არჩევნები უნდა იყოს დაზღვეული და თარიღი უნდა იყოს ცნობილი, მაშინ კიბატონო, შევალთ, ხმას მივცემთ ამ პროცესს და მერე შეძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი აღდგა. დღეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არ არსებობს, საპარლამენტო ოპოზიცია არ არსებობს, ამიტომ, დემოკრატიული პროცესი არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს. მთავარი საკითხი არის ახალი არჩევნები. არ იქნება ახალი არჩევნები? - იქნება უფრო დიდი პრობლემა“,-განაცხადა ოქრიაშვილმა.

რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „კრიზისი მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ ფანჩატურშია, კახა ოქრიაშვილი პასუხობს, რომ კრიზისი თოთოეული ქართველის ოჯახშია.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კრიზისი მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ ფანჩატურში არსებობს. მე კიდევ გეუბნებით, კრიზისი არსებობს საქართველოს მოსახლეობაში, თითოეულ ოჯახში. ბანკების ტყვეობაში, შიმშილში ძვრება სული საქართველოს მოსახლეობას და მდინარაძე ამბობს, რომ კრიზისი მხოლოდ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურშია. გადაეცით, რომ კრიზისი თოთოეულ ოჯახშია. საქართველოში თითოეული ოჯახი მშიერია. მიიხედ-მოიხედოს, რა ხდება, ყველა ოჯახი კრიზისშია“,-განაცხადა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს