საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი სქემაში ჩართეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 50-ზე მეტი კომპანია, რომელთა მეშვეობითაც, კომპანიებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიური გაწერის შედეგად, 2019-2020 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით შეიქმნეს 441 360 ლარის აქტივი, საიდანაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ 171 805 ლარს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო